ფონდის შექმნის მიზანი

გარემოს დაცვის ცენტრი

“დმანისის გადარჩენის ფონდი” შეიქმნა საქართველოს ბუნების დაცვის, ეკოლოგიური მდგომარეობისა და ამ მხრივ ქვეყანაში არსებული სიტუაციით, პრობლემებით დაინტერესებული აქტივისტების მიერ. ფონდის მიზანია მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს ქვეყანაში მოქმედ გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან, რათა ერთიანი ძალისხმევით მოხდეს ქვეყანაში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს გარემოს დაბინძურებისა და მის ზედმიწევნით მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, გატარდეს აუცილებელი ღონისძიებები არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად.