ჰესის პროექტი ბანკებიდან დაფინანსების მიღების მოლოდინშია

ნენსკრაჰესმა, რომლის მშენებლობასაც კვლავ კატეგორიულად ეწინააღმდეგება სვანეთის მოსახლეობისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ნაწილი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში გავლენიანი საფინანსო ორგანიზაციებისგან – EBRD-ის, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და აზიის გავითარების ბანკისგან (ADB), ჯამში, ასეულობით მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღოს.

ნენსკრაჰესი თავისი დაფინანსების დიდ ნაწილს – 1.040 მილიარდი აშშ დოლარის 70%-ს სწორედ საბანკო სესხებიდან ელის. მათ შორის, 214 მილიონი ლარის ოდენობით სესხს ითხოვს EBRD-ისგან, რომლის დირექტორთა საბჭოს აღნიშნული საკითხის განხილვა 13 დეკემბერს ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა, რა გადაწყვეტილება მიიღო ბანკმა, ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

რაც შეეხება EIB-ს, დაფინანსების ოდენობისა და გადაწყვეტილების მიღების ვადების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული არ აქვს, თუმცა, Bankwatch-ის ინფორმაციით, სესხის თანხა შესაძლოა 127 მილიონი ევრო იყოს. EIB-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროცესი შეფასების ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილებას დირექტორთა საბჭო მიიღებს. ჯერ არც აზიის განვითარების ბანკსმიუღია გადაწყვეტილება ნენსკრას დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ამ ბანკებს კოლექტიურად მიმართა სვანეთის მოსახლეობის ნაწილმა, რომლებიც უკვე წლებია, პროექტის განხორციელებას და ნენსკრა-ნაკრას ხეობის დატბორვას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათ 2015 წლიდან მოყოლებული არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, მათ შორის, გზებიც გადაკეტეს. სხვა საკითხებთან ერთად, რაც უკავშირდება ეკოსისტემისა და კლიმატის ცვლილებას, მეწყრის საფრთხეს, ადგილობრივებს აწუხებთ მაშრიჭალას დატბორვის საკითხიც.

“ჩვენ, სვანები კატეგორიულად მოვითხოვთ ფინანსური ინსტიტუციებისგან, რომ თავი შეიკავონ მსგავსი პროექტის დაფინანსებისგან. არცერთ თეთრს არ მოვიღებთ,”- განაცხადეს 7 დეკემბერს გამართულ აქციაზე.

ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ ბანკებთან არაერთი შენიშვნა აქვთ გაგზავნილი. მისივე თქმით, ხარვეზებია მოსახლეობის ჩართულობასთან დაკავშირებითაც, რის გამოც ბანკებს კოლექტიური წერილი მისწერეს ადგილობრივებმაც.

“ამ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზაცია კვლავ შეიტანს საჩივარს,”- განაცხადა დათო ჭიპაშვილმა, შემდეგ გაემგზავრა პირველი მასიური ბეღელის ბაზარი.

კითხვები ეკონომიკურ სარგებლიანობაზე

დათო ჭიპაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ნენსკრაჰესის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზით ვერ საბუთდება, თუ “რა სარგებლობა მოაქვს ამ ჰიდროელექტროსადგურს საქართველოსთვის” და დასძენს, რომ პროექტი ეკონომიკურად ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება.

ამ დოკუმენტის თანახმად, 36 წლის განმავლობაში, ვიდრე საკუთრებაში გადაეცემა, საქართველომ ნენსკრაჰესისგან ელექტროენერგია უნდა იყიდოს. 2020 წელს ტარიფი კილოვატსაათზე 8.215 აშშ ცენტი იქნება, მომდევნო 13 წლის განმავლობაში ტარიფი ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება, დარჩენილი 23 წლის განმავლობაში კი – არ შეიცვლება. Bankwatch-ის ინფორმაციით, ეს ტარიფი საქართველოში ელექტორენერგიის საბითუმო ფასს – 4.7 აშშ ცენტს კილოვატზე თითქმის ორჯერ აღემატება.

“საქართველომ 36 წლის განმავლობაში უნდა შეისყიდოს 8.5 აშშ ცენტად ერთი კილოვატსაათი ადგილზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ 36 წლის განმავლობაში საქართველომ ინვესტორს უნდა გადაუხადოს 3.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი, ხოლო პროექტის ღირებულება შეადგენს 1.035 მილიარდ აშშ დოლარს. რეალურად, ეს ინვესტიციაა, თუ ჩვენ თვითონ ვიხდით სამმაგ ფასს, კიდევ საკითხავია და ისიც საკითხავია, როგორ მდგომარეობაში იქნება ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური 36 წლის შემდეგ და საერთოდ, რატომ უნდა ვიხადოთ 36 წლის განმავლობაში, როდესაც საქართველოში დღევანდელი საბითუმო ტარიფი მისი ნახევარია.

იგივე, ქართლის ქარის სადგურიდან ჩვენ ელექტროენერგიას 6.87 ცენტად ვყიდულობთ, რაც თავის მხრივ დიდი ტარიფია, მაგრამ თუ შევადარებთ იგივე ნენსკრას, აღმოჩნდება, რომ ქარის სადგური საქართველოს პირობებშიც კი უფრო იაფია, ვიდრე ჰიდროელექტროსადგური,”- გვეუბნება დათო ჭიპაშვილი.

იგი ამბობს, რომ ასეთი ტარიფით ელექტროენერგიის შეძენა ან ტარიფს გააძვირებს საქართველოში, ან ფისკალურ რისკებს გაზრდის.

” იმ ფორმით, რა ფორმითაც პროექტი არის წარმოდგენილი, საერთოდ არ არის საჭირო მისი განხორციელება იმიტომ, რომ ვერანაირად ვერ საბუთდება ამ პროექტის საჭიროება, რა სარგებლობა მოაქვს ამ ჰიდროელექტროსადგურს საქართველოსთვის. ინვესტორისთვის გასაგებია – 3.6 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს 36 წლის განმავლობაში, ანუ, წელიწადში 102 მილიონი აშშ დოლარი. ეს სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა დაფაროს, რაც სერიოზულ ფისკალურ რისკებს ზრდის ქვეყნისთვის. მეორე მხრივ, თუ პირდაპირ ასეთი ტარიფით შემოვა ეს ელექტროენერგია ჩვენს ბაზარზე, ეს გამოიწვევს ელექტროენერგიის ფასების უცილობლად მნიშვნელოვან ზრდას,”- ამბობს დათო ჭიპაშვილი.

საპარტნიორო ფონდი” ნენსკრაჰესის ეკონომიკური სარგებლიანობის შესახებ 

ჰიდროელექტროსადგურის პროექტს ახორციელებს “ნენსკრა ჰიდრო”, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის – K-Water-ისა და “საპარტნიორო ფონდის” თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. შესაბამისად, ნეტგაზეთმა მიმართა საპარტნიორო ფონდს კითხვით, რატომ დათანხმდნენ ასეთ მაღალ ტარიფზე და რა შედეგები ექნება ამას. მათ პასუხებს სრულად გთავაზობთ:

ნენსკრაჰესის ხარჯ–სარგებლიანობის ანალიზის დოკუმენტის თანახმად, 36 წლის განმავლობაში, საქართველომ ნენსკრაჰესისგან ელექტროენერგია უნდა შეიძინოს – 2020 წელს კილოვატსაათზე 8.215 აშშ ცენტი ტარიფით, მომდევნო13 წლის განმავლობაში კი, ყოველწლიურად 3%-ით გაზრდილი ტარიფით.

• რატომ გადაწყდა ასეთი ძვირი ტარიფით ელექტროენერგიის შეძენა?

ტარიფი ასახავს ნენსკრა ჰესის სამშენებლო ხარჯებს, საერთაშორისო ბანკებიდანდაფინანსების ხარჯებს, გარემოს დაცვის და სოციალური ღონისძიებებისგატარების ხარჯებს და ინვესტორის მოგებას. ამ კომპონენტებიდან ყველაზემორძალებულია ინვესტორის მოგება (მაქსიმუმ 12.5% IRR). ხოლო ყველაზემსხვილია სამშენებლო ხარჯი, ვინაიდან ნენსკრა ჰესი ითვალისწინებსუპრეცედენტოდ მასშტაბურ მშენებლობას (მათ შორის 130 მეტრის სიმაღლისკაშხალი, რაც სიმაღლით მეორეა ენგურჰესის შემდეგ, მოცულობითი წყალსაცავიდა ა.შ.). ასეთი ძვირადღირებული სამშენებლო პროექტი ნაკარნახევი იყოსახელმწიფოს მოთხოვნებით იმასთან დაკავშირებით, რომ ნენსკრა ჰესმა შეძლოსზაფხულის პერიოდში დიდი მოცულობის წყლის დაგროვება და ზამთრისპერიოდში სტაბიულური გენერაცია. აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია,რომ ტარიფი იქნებოდა ჩვეულებრივი, მდინარის ჩამონადენზე აშენებულიჰიდროსადგურების ტარიფზე უფრო მაღალი, რომელიც 4.5-6 ცენტის ფარგლებშიმერყეობს (ეს უკანასკნელი სადგურები არ ატარებენ ე.წ. სეზონური რეგულირებისფუნქიას, არ საჭიროებენ მაღალ კაშხალს ან დიდი ტევადობის წყალსაცავს).

• რატომ არის ასეთი ტარიფით ელექტროენერგიის შეძენა მომგებიანისაქართველოსთვის, როდესაც 36 წლის განმავლობაში პროექტის საინვესტიციოღირებულებაზე ბევრად მეტი თანხის გადახდა მოუწევს ელექტროენერგიისსაფასურის სახით?

ტარიფი გათვლილია იმაზე, რომ 36 წლის განმავლობაში ენერგოსექტორისკომერციული ოპერატორის (და არა სახელმწიფოს) მიერ გადასახდელი ტარიფიდაფარავს პროექტის საინვესტიციო ღირებულებას დამატებული მაქსიმუმ 12.5% IRR (internal rate of return), რაც გათვლილია შესაბამისი ფორმულით.

• ასეთი ტარიფით ელექტროენერგიის შეძენა საქართველოში ტარიფის გაზრდასგამოიწვევს?

არ გამოიწვევს, რადგან ნენსკრა ჰესი ჩაანაცვლებს (და შესაბამისად, დაზოგავს) პირველ რიგში იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგურების გამომუშავებას, რომელთა ელექტროენერგიის ღირებულება (სახელმწიფოს მიერ გაზის ფასისსუბსიდირებას თუ გავითვალისწინებთ) აღემატება ნენსკრას ტარიფს. ასევეგასათვალისწინებელია, რომ ნენსკრა ჰესი თავისი მუშაობის პროცესში უმატებსენგურჰესს 130 მეგავატის ელექტროენერგიას უფასოდ, რაც ყველაზე იაფიანიჰიდროენერგიის წყაროა საქართველოში.

ასევე, გარდა წმინდა კომერციული საკითხებისა, გასათვალისწინებელია, რომნენსკრა ჰესი მოწოდებულია განამტკიცოს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა, ვინაიდან ამცირებს ჩვენი ბაზრის დამოკიდებულებას იმპორტირებულენერგომატარებლებზე (ბუნებრივი აირი, ელ.ენერგია). ეს არის მსხვილიპირდაპირი უცხოური ინვესტიცია (1 მლრდ დოლარზე მეტი), რაც განამტკიცებსჩვენს ფინანსურ სისტემას. გარდა ამისა, პროექტის შედეგად დასაქმდება 1000 ადამიანდამდე მშენებლობის პროცესში და 100-მდე მუდმივი სამუშაო ადგილიშეიქმნება ოპერირების პერიოდში, საიდანაც 80% იქნება ადგილობრივიმოსახლეობა. პროექტის მშენებლობის პროცესში ადგილობრივ ბიუჯეტში ქონებისგადასახადის სახით გადახდილი იქნება 23 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლოოპერირების პერიოდში – კიდევ 9 მლნ აშშ დოლარამდე, რაც ჯერადობითაღემატება მესტიის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელ ბიუჯეტს. ასევე, 22 მლნ აშშდოლარამდე უნდა დაიხარჯოს გარემოს დაცვით და სოციალურ ღონისძიებებზე, საიდანაც 4 მლნ აშშ დოლარი წარმოადგენს ე.წ. ადგილობრივი განვითარებისფონდს, რომელიც დაიხარჯება ადგილობრივი თემების მიერ მოწოდებულიპრიორიტეტების მიხედვით, საგზაო, წყალმომარაგების და ენერგომომარაგებისინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, ჯანდაცვის და საგანმანათლებლოპროგრამებზე.

ზურმუხტის ქსელის საკითხი

დავით ჭიპაშვილის თქმით, კიდევ ერთი საკითხია ბერნის კონვენცია, რომელშიც ასევე გაგზავნეს საჩივარი, რადგანაც იცვლება ზურმუხტის ქსელის, კერძოდ, “სვანეთი 1-ის” საზღვრები. ზურმუხტის ქსელი არის ეკოლოგიური ქსელი, რომელიც სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის ტერიტორიებისაგან შედგება.

ჭიპაშვილი ამბობს, რომ ზურმუხტის ქსელის საზღვრების ცვლილების შესახებ მათ ბანკებსაც აცნობეს.

“ამ ეტაპზე პროექტის დაფინანსება თუ დამტკიცება ძალიან ძნელია, ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ბერნს განხილვები ჩანიშნული აქვს 2018 წლის მარტში და სანამ ეს საკითხი არ იქნება განხილული, პროექტის თაობაზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება იქნება ბერნის პროცესისთვის არდალოდება და მისი დასკვნების უგულებელყოფა… პირდაპირი ვალდებულება არ არის, თუმცა არც ამ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა და პროცესისთვის დასწრება არის კარგი მოვლენა როგორც ბანკების რეპუტაციის თვალსაზრისით, ისე ქვეყნის თვალსაზრისითაც,”- გვეუბნება დათო ჭიპაშვილი.

 

მდინარე ნენსკრას ხეობა.მესტიის მუნიციპალიტეტი. 12.06,2016 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

ნენსკრაჰესის პროექტი

280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს ახორციელებს “ნენსკრა ჰიდრო”, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის – K-Water-ისა და “საპარტნიორო ფონდის” თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა.

როგორც ნენსკრა ჰიდრო აცხადებს, პროექტის მიზანი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაა, რადგანაც, გამომუშავებული ენერგია მთლიანად საქართველოს მოხმარდება და ეს ელექტროენერგიის იმპორტს შეამცირებს:

“280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. დღესდღეობით საქართველო ზამთარში, განსაკუთრებით ნოემბერ–იანვარში, ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის, რადგან მდინარეებში წყლის დონე იკლებს, შიდა ენერგომოხმარება კი იზრდება. ამასთანავე, ყოველწლიურად მატულობს იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა. ამ პირობებში აღნიშნული პროექტის რეალიზებას ჩვენი ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: ნენსკრა ჰესის მშენებლობის მიზანი სწორედ არსებული პრობლემის აღმოფხვრაა,”- ვკითხულობთ ნენსკრას ვებ-გვერდზე.

ნენსკრაჰესის პროექტის ღირებულება 1.040 მილიარდი აშშ დოლარია. როგორც ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზში ვკითხულობთ, აქედან 70% – სესხი იქნება კორეის Exim Bank-ისგან, აზიის განვითარების ბანკისგან, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB), SACE-სა და EBRD-ისგან.

მაშრიჭალა – ადგილი, სადაც ნენსკრა ჰესთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს. 12.06.2016 ფოტო: მიხეილ მეფარიშვილი

პროექტით, მდინარე ნენსკრაზე 130 მ სიმაღლის კაშხლის აგებაა გათვალისწინებული, რომელიც 176 მლნ. მ³ მოცულობის წყალსაცავს შექმნის 2.7 კმ² სარკის ზედაპირის ფართობით. მდინარე ნაკრაზე ასევე აშენდება 8.7 მ სიმაღლისა და 44.0 მ სიგრძის კაშხალი, რომელიც შეცვლის წყლის მიმართულებას 12.5კმ სიგრძისა და 3.5 მ დიამეტრის სატრანსფერო გვირაბისკენ, რომელიც ნაკრასა და ნენსკრას ხეობებს დააკავშირებს.

ნენსკრა ჰიდროს მიერ 2017 წლის თებერვალში გამოქვყნებული სოციალური ზემოქმედების შეფასებით, დაახლოებით 80 ოჯახი მოხვდება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მიწის, არასაცხოვრებელი ნაგებობების, ხეების, ნათესების დაკარგვის გამო, აქედან 28 ოჯახი მოწყვლადია.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ჯამში, ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ოჯახები დაკარგავენ 36ჰა მიწას, 14 ხის ქოხს, ღობეებს, 1180 ხეს, 0.1ჰა სიმინდს და 0.1ჰა კარტოფილს. ზემოქმედების ქვეშ მოხვდება 3 საძოვარი, კერძოდ, ქვემო მემული და მაშრიჭალა ნენკსრას კაშხლის და რეზერვუარის ადგილას და ლაგირი – ნაკრას წყალამღების ადგილას.

წყარო: http://netgazeti.ge/news/239306/