თამთა შამათავა: მავნებელი მთავრობის საცეცები ვაკის პარკსაც მისწვდა

“ახალი საქართველოს” დამფუძნებელი და “დმანისი გადარჩენის ფონდის” ხელმძღვანელი, კახა კალაძის 7 თვიან მოღვაწეობას აფასებს. თამთა შამათავა, გამწვანების პრიორიტეტებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის დაპირებებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ კალაძეს ამ მხრივ არაფერი გაუკეთებია.

„კალაძის მერობის შვიდი თვის თავზე ეკოლოგიურად ჯანსაღი, სიცოცხლით სავსე თბილისის ნაცვლად მივიღეთ უკიდურესად დაბინძურებული, ქაჯეთის ციხედ ქცეული ქალაქი. 7 თვის წინ კალაძე გვპირდებოდა პარკების და სკვერების რეაბილიტაციას, სანაცვლოდ კი მივიღეთ გაჩეხილი ხეები იპოდრომზე, ტროტუარებზე და სკვერებში მიმდინარე მშენებლობები, უკიდურესად დაბინძრებული და მკვლელი ჰაერი. ბატონო კალაძე, დროა სელფების გადაღებას შეეშვათ. როგორც ჩანს თქვენი კამერიდან კარგად არ ჩანს, რომ თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქი მსოფლიოში, ეს არის ქალაქი მანქანებისთვის, შენობებისთვის და არა ადამიანებისთვის. მავნებელი მთავრობის საცეცები ვაკის პარკსაც მისწვდა, ადგილს, რომელიც ერთ-ერთი მწვანე სივრცეა ქალაქის ცენტრში. ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა იწყება. ასევე, მერიის გადაწყვეტილებით იმ 7 ჰექტარ მიწის ფართობზე, სადაც დენდროლოგიური პარკი უნდა გაშენებულიყო, კორპუსები აშენდება.“ – განაცხადა თამთა შამათავამ.

თამთა შამათავას ასევე აღნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე რეკომენდირებულია დაახლოებით 12-15 კვ.მ რეკრეაციული სივრცე, თბილისში კი, ერთ ადამიანზე მოდის დაახლოებით 2 კვ.მ მწვანე საფარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *