თამთა შამათავა: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2014 წლიდან დღემდე 17197 ხე-მცენარე გაყიდა

“დმანისის გადარჩენის ფონდის” ხელმძღვანელმა, თამთა შამათავამ, მოიკვლია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2014 წლიდან დღემდე ჩატარებული აუქციონების შედეგები, რის მიხედვითაც გაირკვა, რომ, ამ ხნის განმავლობაში, აუქციონის წესით 17197 ხე-მცენარე გაყიდა, რომელთა საერთო ჯამური ღირებულება შეადგენს – 24015 ლარს:

“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, 2014 წლიდან დღემდე 17197 ხე-მცენარე გაყიდა. ჯამური თანხა შეადგენს 24015 ლარს. უნდა აღინიშნოს, რომ რეალური კონკურენციის და ინტერესის დროს, დმანისის გადარჩენის ფონდის წევრებმა, მხოლოდ ერთ ხეში გადავიხადთ 20 020 ლარი, მაშინ როცა წლების მანძილზე 17000 ხე-მცენარე 24000 ლარად გაყიდეს. უწყებაში განგვიმარტავენ, რომ ევკალიტპის ჯიშის ხის მასშტაბის ხე-მცენარე არასდროს გაუტანიათ აუქციონზე. თუმცა, ამ უპრეცედენტო ფაქტის მიუხედავად, მომსახურების სააგენტო გვთხოვს სტანდარტულად მოქმედებას და გვეუბნებიან, რომ პატარა ხის ნერგის მსგავსად  უნდა გავიტანოთ ასწლოვანი ევკალიპტი. მაშინ, როცა ასეთი პრაქტიკა არ ჰქონიათ.

ამ ქვეყანაში ხეების მოთხრა და გადატანა უნდა დასრულდეს. ევკალიპტის ხე დგას ფერდობზე, მისი ამოთხრა გამოწვევს ეროზიულ პროცესებს და დიდ ზიანს მიაყენებს გარემოს. სააგენტო აცხადებს, რომ ყველა შესაძლო საფრთხეზე და კანონდარღვევაზე პასუხისმგებელია შემძენი. სამწუხაროდ, სახელმწიფო სტრუქტურების მთავარი საფიქრალია ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესების დაკმაყოფილება. “დმანისის გადარჩენის ფონდმა” მოვახერხეთ ის, რომ ასწლოვან ხეს ე.წ. დენდროპარკისკენ აღებული გეზი შევუცვალეთ. ხე ადგილზე დარჩება, ეს არის მკაფიო გზავნილი და მაგალითი, თუ რა შეუძლია საზოგადოების ერთიანობას” – განაცხადა თამთა შამათავამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *