“დმანისის გადარჩენის ფონდი” ტანძიასა და ფიტარეთში

ა. წ. 3 მაისს, “დმანისის გადარჩენის ფონდი” კიდევ ერთხელ ჩავიდა ტანძიაში და შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც 3 კვირაზე მეტია, რაც აქციებს მართავენ მოთხოვნით – სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ RGM GOLD-ისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, გააცნონ ინფორმაციები დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და მისცენ სათანადო გარანტიები, რომ ამ სამუშაოების შედეგად არ შეექმნება საფრთხე, როგორც სოფლის მაცხოვრებლების ჯანმრთელობას, ასევე ეკოლოგიას. ფონდის წევრებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს აქციის მონაწილეებს და მათთან ერთად გააგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.

აქციის მონაწილეებთან ერთად დათვალიერებული იქნა ტერიტორია, სადაც RGM GOLD-მა განათავსა ტყის გაჩეხვის შედეგად მიღებული ხის მასალა. ხე-ტყის მასალის რაოდენობისა და მოსახლეობის განმარტებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თავისი სამუშაოების საწარმოებლად, ტყის მასივის საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს გაჩეხილი ხსენებულ ორგანიზაციას.



მოსახლეობის თხოვნით, “დმანისის გადარჩენის ფონდი”-ს და “საყდრისის გადარჩენის კომიტეტი”-ს წევრებმა, მოინახულეს ის ადგილი, სადაც  RGM GOLD-ს გადაკეტილი აქვთ სავალი გზა, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობდა წლების განმავლობაში, რისი საშუალებაც ამჟამად აღარ გააჩნიათ.

გარემოს დამცველებმა და აქციის მონაწილეებმა, ასევე დაათვალიერეს ხულუთის ციხე, ფიტარეთის მონასტერი და მიმდებარე ტერიტორია. გამოითქვა მოსაზრება, რომ RGM GOLD-ის მიერ დაგეგმილი სამუშაოები სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ამ ისტორიულ ძეგლებს.

გიორგი ვაშაძე: “მივმართავ პირადად ქუმსიშვილს და RMG Gold-ს! არ მოგცემთ უფლებას, გაანადგუროთ ჩვენი ისტორია და ფეხქვეშ გათელოთ ხალხის ჯანმრთელობა!”

 

“ხელისუფლების და RMG Gold-ის გარიგება, პოლიტიკური კორუფცია დასრულდება! ჩვენ უკვე გადავალთ ულტიმატუმის ენით საუბარზე!” – აღნიშნა “დმანისის გადარჩენის ფონდის” დამფუძნებელმა, გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე: “უნდა გავერთიანდეთ „RMG GOLD”-ის წინააღმდეგ, გადავარჩინოთ ახლახან აღმოჩენილი ფიტარეთის მონასტერი, რომელიც განადგურდება თუ „RMG GOLD” გააგრძელებს ფიტარეთში საქმიანობას”

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *