ტანძიის მოსახლეობის პროტესტი გრძელდება

29 აპრილს, დმანისის გადარჩენის ფონდისა და საყდრის გადარჩენის კომიტეტეტის წევრები კიდევ ერთხელ იმყოფებოდნენ ბოლნისის რ-ნ ს. ტანძიაში, სადაც გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია.

თითქმის 3 კვირაა მოსახლეობა პრინციპულად მოითხოვს, რომ RMG-ს წარმომადგენლებმა დეტალურად წარმოადგინონ ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, სამუშაოები მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდეს, როცა მიღებული იქნება შესაბამისი გარანტიები, რომ სოფელს არ დაემუქრება ეკოლოგიური პრობლემები და აბსოლიტურად დაცული იქნება ადამიანთა ჯანმრთელობა.

სოფლის მაცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მათთან არავინ მიდის სასაუბროდ, არც RMG-ს და არც ხელისუფლების წარმომადგენლები. ყოველივე ამის გამო, მოსახლეობან ხატზე დაიფიცა, რომ არ დაუშვებს RMG-ს საქმიანობის გამო სოფელს რაიმე სახის საფრთხე დაემუქროს, იქნება ეს ეკოლოგიის მხრივ, ჯანმრთელობის თუ სულიერ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების მხრივ.

მოსახლეობამ ასევე საჯაროდ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, რომ გაითვალისწინონ მოსახლეობის მოთხოვნები და აქტიურად ჩაერთონ საკითხის მოგვარებაში.

აქციის მონაწილეები განმარტავენ, თუ რამ გამოიწვია მოსახლეობის მხრიდან პროტესტის ასეთი რადიკალური ფორმა – ხატზე დაფიცება

 

ტანძიის მოსახლეობა მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს და მოქმედ ხელისუფლებას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *