ტრაგედია, რომელიც მოხდა 3 წლის წინ, 2015 წლის 13-14 ივნისს, გამოწვეული იყო ცალკეული სამსახურებისა და თანამდებობის პირების არაკოორდინირებული თუ უპასუხისმგებლო ქმედებებით. თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, კონკრეტულ ადამიანთა გმირობისა და თავდადების ის ფაქტებიც, რომლებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.
ხსენებულ სტიქიურ უბედურებას 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დიდია მატერიალური ზარალიც – თითქმის მთლიანად განადგურდა ზოოპარკის ინფრასტრუქტურა და დაიღუპნენ მის ბინადართა დიდი ნაწილი, უსახლკაროდ დარჩნენ ასობით ადამიანი, სტიქიამ თითქმის სრულად გაანადგურა მათი საცხოვრებელი სახლები, მათი ქონება.

 

თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტურ ფილმში, “თბილისის წყალდიდობა – 13 ივნისი”, საკმაო დიდი სიზუსტითაა გადმოცემული იმ დღეს მომხდარი ტრაგედია…

 

სქიქიური უბედურების გრაფიკული რეკონსტრუქცია მოამზადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომაც

 

ინტერნეტში გავრცელდა სხვა გრაფიკული რეკონსტრუქციებიც

 

 


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here