პოზიციები RMG-სთან და ეკოლოგიურ პრობლემებთან მიმართებაში

ნინო ბურჭულაძე (“საყდრისის კომიტეტი”)
“როდესაც სახელმწიფო ინსტიტუცია ლაპარაკობს დარღვევებზე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები, გარემოს დაცვითი ორგანიზაციები წლების განმავლობაში ლაპარაკობენ დარღვევებზე, “არემჯი გოლდი” არის თუ არა ვალდებული ყველა კითხვაზე გაგვცეს პასუხი?!”

 

თამარ კეკენაძე (“თავისუფალი დემოკრატები”):
“სახელმწიფოსგან ვითხოვთ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება დაიცვას და შეაჩეროს ეს აუქციონი. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ “ქართული ოცნება” პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს RMG – ის, რომელიც სტანდარტების დარღვევით აწარმოებს სამთო მოპოვებას”

 

ბაჩუკი ქარდავა (“ედპ”):
“დადგინდა, რომ არემჯი გოლდი უკანონოდ აწარმოებს სამუშაოებს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ასევე იმ 16 ჰექტარზეც რომელიც აუქციონით ,,დმანისის გადარჩენის ფონდმა” ავიღეთ იჯარით, არემჯი გოლდი არის შემოჭრილი და ე.წ მართვის პულტი განთავსებული აქვს აქ. გრძელდება აზომვითი სამუშაოები…”

“RMG-ი და ყველა ის უბედურება, რაც ქვეყაანაშია არის შედეგი და არა მიზეზი, მიზეზი ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობაა, რომელიც დროულად უნდა დავასრულოთ!
თოქშოუ “არჩევანი”, რუსთავი 2″

ნიკა მელია (“ენმ”):
მიხეილ გიორგაძე დღემდე მხოლოდ იმიტომ არის თანამდებობაზე, რომ ხელი მოაწერა საყდრისის აფეთქებას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *